საქართველოში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

14.04.2020 12:43

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება. საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, ხვალ, 15 აპრილის 21:00 საათიდან, ათი დღით იკეტება ოთხი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. იკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და მათი დატოვება.

ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდეს ათ მაისამდე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება.

ანა ბროლაძე იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციაში, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania