კახა კალაძემ ახალი გამგებლები წარადგინა

06.12.2021 02:07

კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. მათგან ექვსი აქამდე მოქმედი გამგებელია, ხოლო ოთხი ამ პოზიციას პირველად დაიკავებს. კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის - დავით კირკიტაძე, კრწანისის - ბექა მიქაუტაძე, ვაკის - დავით კვინიკაძე, გლდანის - ლევან ნაროუშვილი, ხოლო სამგორის - კახა სამხარაძე. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დედაქალაქის მერმა საკრებულოს დავით უთმელიძის კანდიდატურა შესთავაზა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ასევე, საკრებულოს ყოფილი წევრია ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც კახა კალაძემ დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატად წარადგინა. რაც შეეხება ისნისა და ნაძალადევის რაიონებს, აქ დედაქალაქის მერმა არჩევანი გამგეობებში აქამდე დასაქმებულ კადრებზე გააკეთა. ისანში მან ნიკოლოზ ელისაშვილი წარადგინა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, გამგეობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ხოლო ნაძალადევის გამგებლად საკრებულოს ირაკლი ანდღულაძე შესთავაზა, რომელიც აქამდე გამგებლის მოადგილე იყო. თბილისის მთავრობა საკრებულომ ხვალ უნდა დაამტკიცოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა
08:03

კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა
01:50

კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
03:57

გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამა წარა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს
06:19

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დედაქალაქის მერიის პროექტები-2020 - პრეზენტაცია
04:51

დედაქალაქის მერიის პროექტები-2020 - პრეზენტაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თბილისის მთავრობის სხდომა
01:36

თბილისის მთავრობის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კახა კალაძემ თბილისელებს ახალი ავტობუსები წარუდგინა
03:31

კახა კალაძემ თბილისელებს ახალი ავტობუსები წარუდგინა

Maestro Television

კახა კალაძემ მოსახლეობას ახალი ავტობუსები წარუდგინა -2
03:02

კახა კალაძემ მოსახლეობას ახალი ავტობუსები წარუდგინა -2

პორტალი კვირა

ყველა ვიდეო