#მოამბე 21 საათზე, 4 ნოემბერი, 2020 #LIVE

04.11.2020 01:19:15

▶ მსოფლიო ამერიკელი ხალხის არჩევანს განსაკუთრებული ყურადღებით ელის – აშშ-ში ხმებს ითვლიან; 1 900 წლის შემდეგ პირველად, პრეზიდენტის არჩევანში ყველაზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა; მხარეები დარღვევებზე საუბრობენ; დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, 46-ე პრეზიდენტის ვინაობა სასამართლომ გამოავლინოს; ▶ მმართველი პარტიის შეხვედრა ეუთო-ოდირის მისიასთან და ქვეყნის პარტნიორთა პოზიცია, რომელიც ოპოზიციის გეგმებს არ ემთხვევა – სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, დარღვევების მიუხედავად ქართული არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, თუმცა ოპოზიცია კვლავ ქუჩაში რჩება და პარტნიორთა გზავნილებს მწვავედ აკრიტიკებს; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება მორიგი კირიზისისკენ იხრება, რაც რუსეთის ინტერესებშია; ▶ ოპოზიციის პროტესტი, კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ და ცესკო-ს საგანგებო ბრიფინგი – თამარ ჟვანია საარჩევნო კალკულაციის დარღვევას პანდემიის ფაქტორს და ადამიანურ შეცდომებს უკავშირებს, რასაც ოპოზიცია გამორიცხავს; ცესკო ყველა უბნის გადათვლას არ თანხმდება; დავების განხილვის სამართლებრივი გზა სასამართლომდე მიდის, რომელსაც ოპოზიცია ასევე არ ენდობა; ▶ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა ყოველდღიური სტატისტიკა კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა – ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წერტილოვანი შეზღუდვები მკაცრდება; დღეიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო გახდა; კანონდამრღვევი ხვალიდან 20 ლარით დაჯარიმდება.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: