მინისტრის საჯარო ლექცია ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში

11/21/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის საჯარო ლექცია ჩატარდა. შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი.
„საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა ადგილზე საპროტესტო პლაკატები მიიტანეს და ლექციის ჩაშლას შეეცადნენ, თუმცა მიხეილ გიორგაძე მათ კითხვებს ორსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საუბრის გარდა მინისტრმა კომიტეტის წევრებს ბოლნისის მუზეუმის კონცეფციაც გააცნო, სადაც ყაჩაღიანის ობიექტზე აღმოჩენილი მასალები განთავსდება.
\"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი\" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიცNational Endowment for Democracy (NED) -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.




http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან