ანა დოლიძის საჯარო ლექცია „ქალი - ლიდერი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა დოლიძის საჯარო ლექცია „ქალი - ლიდერი“ გაიმართა. ლექციას სხვადასხვა უნივერსისტეტის სტუდენტები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან ქალი ლიდერების სხვადასხვა მოდელზეც ისაუბრა: „ქალი ლიდერების მომრავლება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიდერი, ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ხედვა სახელმწიფოს, უწყების ერთი ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებით. როდესაც ქალები საზოგადოებაში მეტად მონაწილეობენ, ბუნებრივია, მათ მოაქვთ განსხვავებული პერსპექტივა ამ ხედვებთან დაკავშირებით, მათ მოაქვთ საკუთარი გამოცდილება, მოაქვთ თანაგრძნობა და ბევრი ის თვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სახელმწიფოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში. ამიტომ, აუცილებელია ხშირი საუბარი ამ თემაზე, იმაზე, რომ გვქონდეს შესაძლებლობა და ისეთი გარემოპირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალი ქალი ლიდერის შექმნას“, - განაცხადა ანა დოლიძემ. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ლექცია-დისკუსია თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი გენდერის კვირეულის #ქალიქვეყნისსამსახურში ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ფოიეში ქალ სამხედრო მოსამსახურეთა მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა.
თავდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი...
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრი...
ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკო...
ქართველი ჯარისკაცების საპასუხო ბარათები საჯარო სკო...
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედ...
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის...
გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ერთვება
მსგავსი ვიდეოები
ანა დოლიძის საჯარო ლექცია - „ლიდერობა საჯარო სფეროში“(15.03....
Dr. Anna Dolidze
ანა დოლიძის საჯარო ლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
თავდაცვის სამინისტრო
ანა დოლიძის საჯარო ლექცია - „ლიდერობა საჯარო სფეროში“
თავდაცვის სამინისტრო
ანა დოლიძის სარჩელი დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ არცერთი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა დოლიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა დოლიძის გამოსვლა პარლამენტში
netgazeti ge
ანა დოლიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა დოლიძის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster