„შემოქმედებითი ევროპა“ - „ლტოლვილთა ინტეგრაციის“ კონკურსის პრეზენტაცია

30.03.2016 01:35

30 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში გამოცხადებული „ლტოლვილთა ინტეგრაციის“ კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და საქართველოში „შემოქმედებითი ევროპის“ კულტურისა და მედია ქვეპროგრამების წარმომადგენლებმა ქეთევან შენგელიამ და ნოშრე ჩხაიძემ სხვადასხვა ორგანიზაციას კონკურსის პირობები გააცნეს. „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში გამოცხადებული „ლტოლვილთა ინტეგრაციის“ კონკურსი მხარს უჭერს კულტურულ, აუდიოვიზუალურ და მულტიმედიურ პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს ლტოლვილთა ინტეგრაციას ევროპაში. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: