ლევან მეფის აკლდამა გრემში


ისტორიული აღმოჩენა გრემში.

ნაპოვნია კახეთის მეფე ლევანის განსასვენებელი ადგილი. აკლდამას მის მიერვე აგებულ მთავარანგელოზთა ტაძარში მიაკვლიეს. არქეოლოგიური კვლევის განსასვენებელი ზუსტად იმ ადგილზე იპოვეს, სადაც სპეციალისტები ვარაუდობდნენ. აკლდამაში მე-16 საუკუნის დროინდელი არაერთი ექსპონატიც აღმოჩნდა. 

ნეშტისა და სხვა ნაპოვნი ფრაგმენტების ნიმუშები შემდგომი კვლევისთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში და საზღვარგარეთის სპეციალიზებულ ლაბორატორიებში უნდა გადაიგზავნოს. არქეოლოგიურ სამუშაოებს მხარს უჭერენ საქართველოს საპატრიარქო, ნეკრესის ეპარქია და ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლები. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან