საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა

28.03.2021 00:33

გამარჯვებას ზეიმობენ მორაგბეები. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე მატჩში საქართველოს ნაკრებმა ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 28-17 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენი ეროვნული გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა. საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრები სულ 23 თამაშს ითვლის. აქედან 14 დაპირისპირება საქართველომ მოიგო, ცხრა კი, რუმინეთმა. საქართველოს ნაკრებმა რუმინელთა დამარცხებით ანთიმოზ ივერიელის თასი დაისაკუთრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: