#COVID19 - ვითარება რეგიონში

17.07.2020 00:32

თურქეთში კორონავირუსული ინფექციის 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. ქვეყანაში სულ 216 ათასი ინფიცირებულია, დაღუპულთა საერთო რიცხვმა კი 5 440-ს მიაღწია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო ერთ დღეში. ქვეყანაში ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულია 334 ადამიანი.„კოვიდ-19“”უკვე 17 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.  გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 17 ივლისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 34 001 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსულ ინფექციას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 620 ადამიანი დაიღუპა. კიდევ რვა პაციენტი, რომელთაც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ, ბოლო ერთ დღეში სხვა დაავადებით დაიღუპნენ. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 197-ს აღწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: