ოფიციალური შეხვედრები ბუდაპეშტში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და ამ თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და აღნიშნეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების საჭიროება. ირაკლი ქარსელაძემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ისაუბრა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებზე და მისი შესრულების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე საგზაო, წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის, ურბანული განახლებისა და სხვა მიმართულებით. უნგრელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას გაუზიარეს მშენებლობისა და პროექტების მართვის წარმატებული გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოფიციალური შეხვედრები ბუდაპეშტში
ტელეკომპანია ბათუმი TV2
შეხვედრები ბუდაპეშტში
TV IMEDI
საქართველოს პრემიერის ვიზიტი უნგრეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 21 დეკემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
0
0