აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის კანონპროექტი. დოკუმენტი 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. საქართველო, ტრადიციულად, მოაზრებულია აშშ-ის ღირებულ პარტნიორად, რომელიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესების განმტკიცების ერთგულია; ხაზგასმულია ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. დადასტურებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. კონგრესი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს საქართველოს დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. დამტკიცებულ კანონპროექტს უახლოეს მომავალში კენჭს უყრის წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა. ხოლო მას შემდეგ, რაც კონგრესის ორივე პალატა კანონპროექტის საკუთარ ვერსიებს დაამტკიცებს, ე.წ. „კონფერენციაზე“ მოხდება ორი ვერსიის შეჯერება და დამტკიცების შემდეგ გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან