„საქართველოს მატიანე“ პროექტი, რომელიც უნიკალურ ვიდეომასალებს აერთიანებს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - ნანა დოლიძე, პროექტ "საქართველოს მატიანეს" შესახებ, სტუმრად, "მაესტროს" ეთერში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, სტუდია „მემატიანესა“ და „ქართული ფილმის“ ორგანიზებით, ხორციელდება პროექტი „საქართველოს მატიანე“. პროექტი გულისხმობს სტუდია „მემატიანეს“ არქივიდან კინოფირების (დოკუმეტური აუდიო და ვიზუალური მასალის) გაწმენდას, დახარისხებას, მათი მდგომარეობის დადგენას, აღრიცხვასა და მასალის ნაწილის ციფრულ ფორმატში გადატანას. პროცესი დაწყებულია - პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე 5000-მდე კოლოფი დახარისხდება. ფირების ციფრულ ფორმატში გადაყვანას კინოსტუდია „ქართული ფილმი“ საკუთარ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე განახორციელებს. პროექტს საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა, როდესაც კულტურის მინისტრი, კინოცენტრისა და არქივის დირექტორები მედიასთან ერთად დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ ეწვივნენ. სტუდიაში დაცული უნიკალური დოკუმენტური მასალა - ფირების 25 000 კოლოფი, რომელიც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიას ასახავს, ბოლო ათწლეულებია განადგურების პირას იყო მისული. შემოწმებული მასალები უკვე გადატანილია და ინახება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საგანგებოდ ახლადგარემონტებულ სივრცეში. საცავები გარემონტდა „ქართული ფილმის“ მიერ სპეციალური სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოები კინოცენტრის მიერ მივლენილი დამოუკიდებელი ექსპერტის ზედამხედველობით ხორციელდება. http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
პროექტი „საქართველოს მატიანე“
culturegovge culturegovge
ამღერებული გალაკტიონი და XX საუკუნის ხმოვანი მატიანე - პირვე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Flight over Bagrati Cathedral | ფრენა ბაგრატის საკათედრო ტაძ...
AraGviani
ქართველ მეფეთა წარმოთქმული სიტყვები
ფაქტები საქართველოდან
პროექტი „საქართველოს მატიანე“ 2019 წელსაც გაგრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული კინოარქივის აღდგენა დაიწყო - რას გულისხმობს პროექტი...
POS TV
რა ბედი ელის ტიტულოვანი ჩოგბურთელის კარიერას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#6 (სრულად) კანონიერი ხელისუფალი გაყალბებული ისტორიის საპირი...
PK TV2