ამღერებული გალაკტიონი და XX საუკუნის ხმოვანი მატიანე - პირველი არხის პროექტი „რადიომუზეუმი“
05/25/2020
საქართველოს პირველმა არხმა განახლებული სეზონი დაიწყო. სიახლეა „მოამბეშიც“. ეს არის საინფორმაციო გამოშვებების ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტუდია, საიდანაც დღეს პირველად გავდივართ ეთერში. რამდენიმეთვიანი სარემონტო სამუშაოები თებერვალში დასრულდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გეგმა შეცვალა და განახლებული სეზონის დაწყებაც გადაავადა. ისევე როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა იმ პროექტის დაწყება, რომლებიც ეთერს სწორედ ახლა უბრუნდება.
ძალინ მალე პირველი არხის მაყურებელი ჩვენს ეთერში ინტელექტუალური შოუს „რა, სად, როდის“ ზაფხულის სერიებს ნახავს. იწყება ყველასათვის საყვარელი სერიალი „იდეალური დედაც“. არხზე ბრუნდება საზოგადოებრივ -პოლიტიკური თოქშოუებიც. უკვე სექტემბრიდან კი საქართველოს პირველ არხზე კიდევ ერთი მაშსტაბური მუსიკალური მეგა პროექტი „ვოისი“ დაიწყება.
განახლებულ სეზონზე საქართველოს პირველი არხი საზოგადოებას კიდევ ერთ უნიკალურ პროექტს სთავაზობს. დღეიდან ჩვენს ვებ-გვერდზე, 1tv.ge-ზე უნიკალური აუდიო-ჩანაწერების გაცნობა შეგიძლიათ. ამ შესაძლებლობას კი რადიო-მუზეუმი გაძლევთ, რომელიც ცნობილი პოეტების, მწერლების, პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეთა ხმებს ინახავს. პირველი არხის ოქროს ფონდში დაცული და უკვე ციფრულ მატარებლებზე გადატანილი ფირები დღეიდან რადიო-მუზეუმში იქნება თავმოყრილი.
უნიკალური საგალობლები და ფოლკლორული ჩანაწერები - მათ შორის მეგრული „სატრფიალო“, სვანური „ნანა“, ნაწყვეტები ისტორიული სპექტაკლებიდან, ცნობილი მწერლებისა და პოეტების ხმები, გალაკტიონის სიმღერა და ნოდარ დუმბაძის გამოსვლა. თუ მანამდე ამ ისტორიული ჩანაწერების ოქროს ფონდიდან გამოთხოვა იყო საჭირო, ახლა ეს მასალები ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული და შესაბამისად, მარტივად ხელმისაწვდომიც.
ვებ-გვერდზე ჩანაწერები ყოველდღიურად დაემატება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.