ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

22.10.2020 04:47

კორონავირუსის გავრცელების ტემპები ყოველდღე იმატებს. გაუარესებულ სტატისტიკას დღეს კიდევ 1 595 ახალი შემთხვევა დაემატა. თბილისის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა იმერეთსა და აჭარაში. ეპიდემიოლოგები პიკს ნოემბრის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ და არ გამორიცხავენ, რომ ამ პერიოდისთვის დღიურმა მაჩვენებელმა 4 ან 5 000-ს ინფიცირებულს მიაღწიოს. მზარდ ნაკადებთან ერთად ცვლილებებია „პისიარ“ ტესტირების სისტემაში. მთავარ სამიზნე ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს, ძირითადი აქცენტი კი კოვიდკლინიკებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებზე კეთდება. იმ საავადმყოფოებში კი, სადაც კოვიდინფიცირებულებს არ მკურნალობენ, ექიმების გეგმიური ტესტირების პროტოკოლი შეიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: