სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე ზუგდიდში ისაუბრეს

25.09.2019 01:33

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სექსუალური შევიწროების დეფინიციის გაჩენას საკანონმდებლო დონეზე და ამ კუთხით მანამდე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი დიანა დავითაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ინსპექტორი ნატი გელოვანი უძღვებოდნენ. წილოსანის თქმით, კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოველი მესამე ქალი ნაწილობრივ სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება: