როკის მოყვარული ზუგდიდელი ოსტატი

08/05/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის ერთ - ერთ ცენტრალურ უბანში, პატარა სახელოსნოდან ხშირად როკმუსიკის ხმა ისმის.

აქ ტექნიკის თვითნასწავლი ხელოსანი ვლადიმერ ჯოჯუა მუშაობს. როკს ბავშვობიდან უსმენს, როგორც ამბობს, საყვარელი ჯგუფების AC/DC, METALICA,THE PURPLE -ის მოსმენა საქმის კეთებას ბევრად უადვილებს.

37 წლის ოსტატს ქალაქში ბევრი იცნობს. მასთან ხშირად ის ადამიანები მიდიან, ვისაც დაზიანებული ელექტრომოწყობილობების შეკეთების იმედი გადაეწურა.

რადიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერსდა. სანამ ინტერნეტი ხელმისაწვდომი გადხებოდა, თეორიული ცოდნა წიგნებიდან და ჟურნალებიდან მიიღო, ექსპერიმენტების ჩატარებაც სწორედ მაშინ დაიწყო.

„მაგნიტოფონი ავაწყე ჩემი ხელით, ხის სკამზე მქონდა ყველაფერი მიმაგრებული: დინამიკი , მექანიზმი, სკამი უკრავდა ერთი სიტყვით და ყველას უკვირდა’’, - იხსნებს ლადო.

მოგვიანებით, საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია, შეკვეთებსაც ვერ აუდის, რადგან, მასთან შესაკეთებლად მიაქვთ, თითქმის ყველაფერი, რასაც ელქტრონული სქემა აქვს: მაგნიტოფონები, ტელევიზორები, კომპიუტერები, ჰოვერბორდები და სხვ. გარდა ამისა, მისი მომსახურების ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და მისაღებია. სახელოსნოში ცხრა - თორმეტ საათს ატარებს, თუმცა სინანულით ამბობს, რომ მისი პროფესია, რომლითაც ძალიან ამაყობს, დაუფასებელია.

სურს ოჯახს, მეუღლსა ოთხს შვილს, მეტი დრო დაუთმოს, თუმცა თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. იშვიათ მომენტებში, როდესაც ბავშვებთან ატარებს დროს, მათთვის მულტფილმების პერსონაჟებს ხატავს.

ლადო თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, ოცნებობს კვალიფიკაცია აიმაღლოს და მომავალში, თანამდეროვე დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნო მოაწყოს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან