შუალედური არჩევნები 2019 - მიხეილ-გელა სალუაშვილი


„მოამბე“ განაგრძობს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონაწილეებთან საუბარს.

ბოლო მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს 12 კანდიდატი იყრის. მათ შორის არის პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარე მიხეილ-გელა სალუაშვილი.

ხუთი თვის წინ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა მხოლოდ 2 970 ხმა მიიღო. პრეზიდენტად კენჭს იყრიდა 2013 წელსაც. მოგვიანებით, 2014 წელს იყო თბილისის მერობის კანდიდატი. არის თეოლოგი, პოლიტოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის და 14 გამოგონების.

1988 წლიდან ჩართული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, 2003-2004 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, 2018 წლის აპრილიდან არის ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ პრეზიდენტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან