აჭარის რევოლუციიდან 15 წელი გავიდა - მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ხულოში

05/06/2019

ხულოში აჭარის რევოლუციის დღე  აღნიშნეს. \"ნაციონალური მოძრაობის\" ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 15 წლის წინანდელი მოვლენები, რომელიც მაშინ გიორგობა დღეს ვითარდებოდა. 

ხულოს ცენტრში შეკრებილებს ევროპიდან მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად გაიხსენა აჭარის რევოლუცია და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ხულოში 19 მაისს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გაიმართება და მასში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ირაკლი ჯორბენაძე მონაწილეობს.

„თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ის კი არა გვაქვს მარტო, რომ 5 და 10 საუკუნის წინ რაც იყო. 2004 წელს რაც თქვენ გააკეთეთ ეს  არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. მინდა დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მოგილოცოთ გიორგობა, მოგილოცოთ აჭარის რევოლუციის დღე. ძალიან მიყვარხართ ყველანი და სულ მალე შეხვედრას ბათუმში, ბორჯომში, ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, შუახევში, ქობულეთში და მთლიანად საქართველოში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მეორე მოადგილემ ლევან ვარშალომიძემ ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ ამ ისტორიულ თარიღს მოსახლეობის მეხსიერებიდან ვერ წაშლიან.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მართლაც და ისტორიული დღე იმიტომ, რომ 15 წლის წინ ამ თარიღმა განსაზღვრა რეგიონის და ქვეყნის წინსვლა. მივიღეთ განვითარება, მივიღეთ მართლაც უაღრესი დინამიკა, რომელიც ქვეყანას და კონკრეტულად აჭარას, რეგიონს ეტყობა. სამწუხაროა ერთი რამე, დღევანდელ დღეს ხელისუფლებას დავიწყება უნდა ამ თარიღის, უფრო მეტიც, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა 2 წლის წინ 6 მაისის პარკი გააუქმა და სახელი გადაარქვა, მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, ვერ წაშლის ამ ისტორიულ თარიღს ხალხის და მოსახლეობის, ყველას ემახსოვრება,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

#ხულო #აჭარა #ვარდების_რევოლუცია

ვიდეოები „აჭარა ენმ / Adjara unm"-ისგან