„პატრიოტების“ რეზოლუცია


„საქართველოს პატრიოტები“ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებენ.
ირმა ინაშვილის გუნდი ითხოვს, კენჭისყრაზე გავიდეს მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვენ. მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ იმ დადგენილებებს ემყარება, სადაც წინა ხელისუფლების მიერ მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტებზეა საუბარი. სამართლებრივი კუთხით გამოვლენილი ხარვეზების გამო, მმართველმა გუნდმა დოკუმენტის კენჭისყრა გადადო, რასაც ავტორები აპროტესტებენ. პროექტის გარშემო გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო ტრიბუნა წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ ადამიანებს დაეთმოთ.
შეხვედრას ელენე თევდორაძეც ესწრებოდა, რომელიც რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან