ქართველი და ოსი ენათმეცნიერების პროექტი

02.11.2022 01:17

მწერალთა სახლში ქართველი და ოსი ენათმეცნიერების, მთარგმნელებისა და ფილოლოგების თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ქართველი და ოსი მკვლევარების ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიცა კავკასიური მითების „ნართების თქმულებების“ ქართული თარგმანი, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი და ქართულ-ოსური ურთიერთობების ენციკლოპედია. კულტურულ და აკადემიურ პარტნიორობას მხარს უჭერდნენ ევროკავშირი, ბრიტანეთის მთავრობა და გაერო-ს განვითარების პროგრამა, რომელიც კონფლიქტით გამიჯნული საზოგადოების დაახლოებას ემსახურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: