ტელეგრამა პარიზიდან სამშობლოს - აკაკი გარდაიცვალა - ვინ იყო სუჯუნელი მილიონერი
06/14/2019
Radio Atinati-ის
მიერ
მომავალში პირველი ქართველი მილიონერი და ქველმოქმედი სამეგრელოში, აბაშის ერთ პატარა სოფელ სუჯუნაში დაიბადა. აქ გაიზარდა და საშუალო განათლებაც აქ მიიღო. შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში წავიდა და მებაღე-დეკორატორის პროფესიას დაეუფლა. სწორედ მისი გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ბულვარების ნაწილი და ბოტანიკური ბაღები, მათ შორის ბათუმში, იალტაში, მახინჯაურში, ახალ ათონში.
თუმცა მისი ბიოგრაფიის ეს ნაწილი რამდენიმე წელიწადში შეიცვალა. შემთხვევითობის შედეგად აკაკი ხოშტარია ბიზნესში ჩაება. ცნობილია, რომ ნავთობის მრეწველი აკაკი ხოშტარია დაუგეგმავად გახდა.
„მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი სახელი მოიხვეჭა მან. მონაწილეობა აქვს მიღებული შავი ზღვისპირა ბულვარებისა და ბაღების გაშენიანებაში. ის თავისი საქმიანობით მიემართა ნავთობის ბიზნესისკენ. ერთ-ერთ მეგობართან, ფოთელ ზოდელავასთან ერთად შეიძინა დიდი ოდენობით ნედლი ნავთობი, რომელიც ფოთიდან გაიტანეს რუსეთისკენ. სწორედ მაშინ დიდი ქარიშხალი ამოვარდა და გემი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. ისინი თუrქეთში მოხვდნენ, სადაც ნავთობი გაყიდეს ბევრად უფრო ძვირად, ვიდრე გათვლილი ჰქონდათ. სწორედ ამის შემდეგ იყიდა აკაკიმ ბაქოში ნავთობის ჭები, თვითონ ყიდდა ნავთობს და გახდა ნავთობ მრეწველი“, - ყვება დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა.
ირანის გარდა მან ფოთსა და აბაშას შორისაც გაიყვანა რკინიგზა. სხვადასხვა ადგილას ჰქონდა მონოპოლია საპნის, ბრინჯის ბიზნესებზე. ფლობდა ბანკებსა და ფაბრიკა-ქარხნებს. ნაწილის ადგილას საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარი ფაბრიკა-ქარხნები განათავსა.
აკაკი ხოშტარია არაერთხელ დახმარებია დამოუკიდებელი საქართველოს და შემდეგში საბჭოთა მთავრობებსაც. სწორედ აბაშელმა მრეწველმა შემოიყვანა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საზღვაო ფლოტი - 4 გემი 1920 წელს. მანვე დააფინანსა ემიგრაციაში საქართველოს საგანძურის შენახვის ხარჯები პირველი სამი წლის განმავლობაში.
თავისუფლება დაკარგულ სამშობლოში კი დაპატიმრებას საბჭოთა მმართველები მხოლოდ იმიტომ უპირებდნენ, რომ საქართველოს პურით მომარაგების სანაცვლოდ მისი კუთვნილი ფული არ მიეცათ. მეგობრის წყალობით ბაქოში მყოფმა შეიტყო, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთა სურდათ და წავიდა.
დეკანოზი კონსტანტინე გვიყვება, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე, მელიქ აზარიანცის სახლად ცნობილი შენობა, აკაკის ფულითაა გაშენებული.
„ამ სახლისთვის და ქვევით სავაჭრო ცენტრის განსათავსებლად უზარმაზარი თანხა იყო საჭირო. აზარიანცს ასესხა მხოლოდ ხოშტარიამ, რის მერეც გაშენდა ეს სასახლე, თუმცა მალევე საბჭოთა მმართველობა დამყარდა და ეს ფული აზარიანცს აკაკისთვის არ დაუბრუნებია. მას სასახლე ჩამოართვეს და ერთი ოთახი მისცეს“, - ყვება მამა კონსტანტინე.
მანამდე კი, საკუთარი ნებით დაუთმო მის მიერ საკმაოდ ძვირად ნაყიდი დავით სარაჯიშვილის სასახლე მთელი თავისი ატრიბუტიკით მწერლებს და იქ მწერალთა სახლი განთავსდა. მწერლების მსგავსად, ყურადღებას აქცევდა მხატვრებსაც. აკაკი ხოშტარიამ გამოაგზავნა საქართველოში და მუზეუმს გადმოსცა ცნობილი მხატვრების, მათ შორის, ლადო გუდიაშვილის ნახატები.
„ლადო გუდიაშვილი იხსენებდა, რომ პარიზში წააწყდა კაცს, რომელიც ყიდულობდა ცნობილი მხატვრების ნახატებს საქართველოში გამოსაგზავნად. გუდიაშვილი ყვებოდა, რომ მას პიკასოს სურათებზე მიუთითებია... ცდილობდა იქიდან საქართველოსთვის რამე გაეკეთებინა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ზღუდავდა“, - ამბობს დეკანოზი.
აკაკი ხოშტარია სახელს არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი უკავშირდება. ის ირანის შაჰის კარზე საკმაოდ მიღებული პირი იყო. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ აკაკი ხოშტარიამ პირველმა შეიყვანა რკინიგზა ირანში, ისევე, როგორც ავტომობილი „ფორდი“. საინტერესოა, რომ რკინიგზის მშენებლობისას მან მუშებად საკუთარი თანასოფლელები წაიყვანა და დაასაქმა.
მილიონერს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენები არაერთ ქვეყანაში, იცნობდა და ურთიერთობდა ცნობილ მრეწველებთან, მაგნატებთან და სხვა ცნობილ პიროვნებებთან, სუჯუნელებთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. სოფელში იხსენებდნენ, რომ ხშირად ჩამოდიოდა.
„ნათლულების ოჯახშიც დადიოდა თურმე. ხშირად ატარებდა მათთან დროს, უბრალო იყო ურთიერთობაში და ყველას ეხმარებოდა. სხვათა შორის, არა მხოლოდ აქაურებს, მთელი საქართველოდან ნიჭიერ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას უფინანსებდა იმ პირობით, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდებოდნენ“, - გვიყვება დეკანოზი.
სამშობლოში თავად ვერ დაბრუნდა. აქ მხოლოდ ტელეგრამა ჩამოვიდა პარიზიდან, რომელიც იტყობინებოდა, რომ აკაკი გარდაიცვალა. ქართველი მილიონერ, სავარაუდოდ, 1932 წელს, 59 წლის ასაკში, როცა ღომის ქერქმა სასულე გაუკაწრა. მისი დიაბეტის გამო კი სისხლდენა ვერ შეაჩერეს. ქართველ მილიონერს ერთადერთი ნაშვილები ქალიშვილი, თამარი, იგივე მუსინკა დარჩა. დაკრძალულია პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე.
„საქართველო, აბაშა, სოფელი სუჯუნა. სამშობლო, აკაკი გარდაიცვალა“, - წაუკითხავთ სუჯუნელებს ტელეგრამა და აკაკი დაუტირიათ. აქ დღეს მისი თანამედროვე აღარაა, აღარც აკაკის ნათესავები ცხოვრობენ სუჯუნაში, თუმცა აქაურმა პატარა მაცხორებლებმაც იციან, რომ მათი თანასოფლელი აკაკი ხოშტარია მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქართველო მოღვაწე იყო.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...