ოპერაცია სახელწოდებით „ჭეშმარიტი დაპირება“, - ასე უწოდა ირანმა ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმას. ირანში აცხადებენ, რომ შეტევა დასრულებულია. მასირებული შეტევა ირანმა გვიან ღამით დაიწყო და ისრაელის მიმართულებით 300 უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა გაუშვა. სამიზნეს უმეტესად ისრაელის სამხედრო ობიექტები და ქალაქები წარმოადგენდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, მათ დრონებისა და რაკეტების 99%-ის ჩამოგდება შეძლეს. ისრაელში ამბობენ, რომ ირანის შეტევის შედეგად მიყენებული ზიანი მინიმალურია. საუბარია ერთ-ერთი სამხედრო ბაზის დაზიანებაზე, რომელიც ისრაელის სამხრეთით მდებარეობს და ერთ დაშავებულ მცირეწლოვან ბავშვზე, რომელსაც რაკეტის ან დრონის ნამსხვრევი მოხვდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ირანის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტოებისა და რაკეტების უმეტესობა ისრაელის ტერიტორიაზე შესვლამდე გაანადგურეს. თავდაცვით ოპერაციაშია ისრაელის მოკავშირეებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.