ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე - საერთაშორისო გამოხმაურებები
ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ურყევია. ბაიდენმა დაადასტურა ის ვალდებულება, რომელიც ამერიკას აქვს ისრაელის უსაფრთხოებისადმი, როდესაც საქმე ირანისა და მისი მარიონეტებისგან მომავალ საფრთხეებს ეხება. ამასთან ერთად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შტატები არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ისრაელის შეტევაში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ასევე დაუჭირა მხარი ისრაელს და დაგმო ირანის თავდასხმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის თქმით, თავდასხმა აჩვენებს, რომ ირანს რეგიონში ქაოსის გამოწვევა სურს, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. არავის უნდა მეტის სისხლისღვრის ხილვა, - აცხადებს რიში სუნაკი. განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მათ ირანის ქმედებები დაგმეს და მომხდარს უპრეცედენტო ესკალაცია უწოდეს. ირანის თავდასხმა დაგმო გაერო-ს გენერალურმა მდივანმაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფორმულა 12:00 საათზე — 14 აპრილი
ირანის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ისრაელზე
Formula News
ირანის თავდასხმა ისრაელზე; როგორ მოიგერიეს საჰაერო იერიში ებ...
Business Media Georgia
ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დონალდ ტრამპის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster