ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე
ოპერაცია სახელწოდებით „ჭეშმარიტი დაპირება“, - ასე უწოდა ირანმა ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმას. ირანში აცხადებენ, რომ შეტევა დასრულებულია. მასირებული შეტევა ირანმა გვიან ღამით დაიწყო და ისრაელის მიმართულებით 300 უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა გაუშვა. სამიზნეს უმეტესად ისრაელის სამხედრო ობიექტები და ქალაქები წარმოადგენდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, მათ დრონებისა და რაკეტების 99%-ის ჩამოგდება შეძლეს. ისრაელში ამბობენ, რომ ირანის შეტევის შედეგად მიყენებული ზიანი მინიმალურია. საუბარია ერთ-ერთი სამხედრო ბაზის დაზიანებაზე, რომელიც ისრაელის სამხრეთით მდებარეობს და ერთ დაშავებულ მცირეწლოვან ბავშვზე, რომელსაც რაკეტის ან დრონის ნამსხვრევი მოხვდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ირანის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტოებისა და რაკეტების უმეტესობა ისრაელის ტერიტორიაზე შესვლამდე გაანადგურეს. თავდაცვით ოპერაციაშია ისრაელის მოკავშირეებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე - საერთაშორისო გამოხმაურებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფორმულა 12:00 საათზე — 14 აპრილი
ირანის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ისრაელზე
Formula News
ირანის თავდასხმა ისრაელზე; როგორ მოიგერიეს საჰაერო იერიში ებ...
Business Media Georgia
ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დონალდ ტრამპის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster