დარეჯან მაისურაძის ბრალდება


თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უმაღლესი სასწავლებლის ადნინისტრაციას აკადემიური საბჭოს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ხელისშეშლაში ადანაშაულებს. დარეჯან მაისურაძის განცხადებით, აკადემიური საბჭოს არჩევნები დარღვევების ფონზე ჩატარდა. მისი თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის კომისიას ყველა ბერკეტი წაართვეს და საარჩევნო პროცესის კონტროლის საშუალება არ მისცეს. ფაკულტეტზე კენჭს სამი კანდიდატი: გიორგი სიბაშვილი, ია ჯიმშიტაშვილი და ნანული ხიზანიშვილი იყრიდნენ. კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საარჩევნო ბიულეტენები ბეჭდით არ იყო დამოწმებული. წინასაარჩევნო პროცესშიც და არჩევნების დღესაც სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი ირმა შიოშვილი კი ერთ-ერთი კანდიდატის, ნანული ხიზანიშვილის, სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა. არჩევნებიც სწორედ ნანული ხიზანიშვილის სასარგებლოდ დასრულდა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, დავით მახაშვილმა სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ის წინასაარჩევნო პროცესში კომისიის წევრებს კონსულტაციას უწევდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/12gy7Dh

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან