თესაუ-ს სამ ფაკულტეტს ახალი დეკანები ჰყავს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტს ახალი დეკანები ჰყავს. ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად უმაღლეს სასწავლებელში არჩევნები დღეს გაიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლების მეცნიერებათა და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანების ვინაობა უკვე ცნობილია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა: დარეჯან მაისურაძე, რომელმაც ამომრჩეველთა ოთხი ხმა მოიპოვა, გიორგი გოცირიძე - 14, ხოლო ნინო კოჭლოშვილს ფაკულტეტის საბჭოს 41 წევრიდან 23-მა დაუჭირა მხარი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სწორედ ეს უკანასკნელი გახდა. აგრარულ მეცნიერებათა დეკანის პოსტი მანანა კევლიშვილმა დაიკავა, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს კი დავით მახაშვილი უხელმძღვანელებს. სამივე ფაკულტეტის კომისიის თავმჯდომარეთა განცხადებით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1nOkc0x
მსგავსი ვიდეოები
თესაუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
ტელეკომპანია თანამგზავრი
თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
თოქ-შოუ „კახეთის საათი“ #6
Qiziyi Ge
თოქ-შოუ „კახეთის საათი“ #6
Qiziyi Ge
თესაუ-ს 510 სტუდენტს შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეს
ტელეკომპანია თანამგზავრი
თესაუ-ს სტუდენტები ღვინის ქარხნებში დასაქმდნენ
ტელეკომპანია თანამგზავრი
თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის...
ტელეკომპანია თანამგზავრი
თესაუ-ს პროფესორის საქმიანი ვიზიტი საფრანგეთში
ტელეკომპანია თანამგზავრი