რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი მიგრაცია
ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია დღეს პროტესტის ეპიცენტრადაც იქცა. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ორგანიზებით აქტივისტები სასაზღვრო მონაკვეთთან ახლოს რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების მიმართ პროტესტის გამოსახატად შეიკრიბნენ. იყო მცირე დაპირისპირება პოლიციასთან. საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა აზრით, საზღვართან კილომეტრიანი რიგები და რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ტერორისტია - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეები სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ითხოვდნენ. თუმცა გაზრდილი ნაკადების ფონზე საზღვართან აქციის ჩატარებას ნეგატიური გამოხმაურება ოპოზიციური სპექტრიდანაც მოჰყვა. როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ შექმნილ ვითარებაში - ოპონენტების ნაწილი საზღვრის ჩაკეტვას, მეორე ნაწილი კი ცალკეული გამონაკლისებით მკაცრი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს. ცალკე ინიციატივას ამზადებს „ნაციონალური მოძრაობა“ - პარტია ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას და საზღვარზე გადმოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის საოკუპაციო შენატანის ვალდებულების დაწესებას ითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობა საქართველოში და შეფა...
Trialeti TV
რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების გაზრდილი ნაკადი და საფრთხეებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
გაზრდილი რუსული საფრთხე მამისონთან
Mtisambebi / მთის ამბები
IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტურისტების გაზრდილი მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში რუსეთის პროვოკაციას ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რას ფიქრობენ ზუგდიდელები ქვეყანაში შემომსვლელი რუსების გაზრდ...
Radio Atinati