რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი მიგრაცია


ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია დღეს პროტესტის ეპიცენტრადაც იქცა.

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ორგანიზებით აქტივისტები სასაზღვრო მონაკვეთთან ახლოს რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების მიმართ პროტესტის გამოსახატად შეიკრიბნენ. იყო მცირე დაპირისპირება პოლიციასთან. საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა აზრით, საზღვართან კილომეტრიანი რიგები და რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ტერორისტია - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეები სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ითხოვდნენ. თუმცა გაზრდილი ნაკადების ფონზე საზღვართან აქციის ჩატარებას ნეგატიური გამოხმაურება ოპოზიციური სპექტრიდანაც მოჰყვა. როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ შექმნილ ვითარებაში - ოპონენტების ნაწილი საზღვრის ჩაკეტვას, მეორე ნაწილი კი ცალკეული გამონაკლისებით მკაცრი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს. ცალკე ინიციატივას ამზადებს „ნაციონალური მოძრაობა“ - პარტია ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას და საზღვარზე გადმოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის საოკუპაციო შენატანის ვალდებულების დაწესებას ითხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან