ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდის სკეიტ პარკში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
10/09/2017
Radio Atinati-ის
მიერ
პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მისი არჩევის შემთხვევაში, ზუგდიდში პენსიებისა და სოციალური შემწეობის გაზრდა და 3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.
„კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და გადასახადების 10 %-ით დაწევა ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს უფრო მიმზიდველს გახდის ბიზნესისას და ინვესტორებისთვის. ოთხი წლის განმავლობაში 3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა სრულიად რეალურია. აუცილებელია, რომ არსებული სოციალური ფონი დავძლიოთ და სამუშაო ადგილების შექმნით ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ საკუთარი ოჯახების რჩენა“, - განაცხადა ქებურიამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ქებურიას ქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან პენსიის - 25, ხოლო სოციალური შემწეობის 70 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.„ზუგდიდს აქვს შანსი, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში ლელა ქებურია აირჩიოს მერად და დაამსხიოს ის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქალებს მაღალ თანამდებობზე არ ირჩევენ. უპატრონოდ მყოფი რეგიონების ხანა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა უგულავამ.
შეკრებილებს სიტყვით პარტიის წევრმა ლაშა დამენიამაც მიმართა და მათ არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საარჩევნო პროგრამის წარდგენას „ევროპული საქარველოს“ ლიდერები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები დაესწრნენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: / rado.atinati
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/