გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში


კანონპროექტის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა.

ურთიერთბრალდებების და დაპირისპირების თემა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები იყო. ოპოზიცია სამართალდამცავებს ახალგაზრდებზე ძალადობაში და აქციის დარბევაში ადანაშაულებს და რეაგირებას ითხოვს. მოთხოვნაა გუშინ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაც. განხილვას ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც, რომელმაც გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაზიანებები მიიღო. ოპოზიცია ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად მიიჩნევს. გარე ძალების და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ძალადობა, რომელიც ახალგაზრდული დაჯგუფებების ხელით განხორციელდა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გუშინდელ პროცესებზე. დემონსტრანტთა ცალკეულ ჯგუფებთან ერთად ძალადობრივ ქმედებებში და პოლიციელებზე თავდასხმებში ხელისუფლება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც ადანაშაულებს. ხმაურიანი აღმოჩნდა უშუალოდ კანონპროექტის მუხლობრივი განხილვაც. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს უარგუმენტო კრიტიკაზე მიუთითებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან