კანონპროექტი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“


„უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ მსჯელობა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განახლდება. პროცედურის თანახმად, დეპუტატებმა დოკუმენტი მუხლობრივად უნდა განიხილონ. შვიდგვერდიან პროექტთან დაკავშირებით არგუმენტების წარდგენა ოპოზიციასაც მოუწევს, რომელიც კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს.

მათი ნაწილი განხილვაში მონაწილეობას აანონსებს, ნაწილი კი საპროტესტო რეჟიმში დარჩენას გეგმავს. უმრავლესობის განმარტებით, არ არსებობს მიზეზი, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით ევროპას დააშოროს. დღესვე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური ლობიზმის დასაშვებობის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდება, რომლის ავტორიც პარტია „გირჩია“. ოპოზიციურ ძალაში განმარტავენ, რომ ამერიკული კანონი სინამდვილეში ლობიზმის მარეგულირებელი კანონია და არა ვინმესთან ბრძოლის. ახლა „გირჩი“ მმართველი პარტიის რეაქციას ელოდება.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ თუ ინიციატივა პოლიტიკური ლობიზმის დასაშვებობის შესახებ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გარკვეული წრის მხარდაჭერას მოიპოვებს, მისი განხილვა პარლამენტში შესაძლებელი იქნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან