ვითარება ტაო-კლარჯეთში


ტაო-კლარჯეთში, მე-10 საუკუნის ქართულ ტაძარში, დოლისყანის კარიბჭეში, საპირფარეშოების მშენებლობა შეჩერებულია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ელჩის განმარტებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა თვითნებურ მშენებლობას.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი იმედი აქვთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, თურქული მხარე სწორ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

ფოტომასალა გუშინ სოციალურ ქსელში ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა. მასალაში სამშენებლო სამუშაოებია ასახული, სადაც ნათლად ჩანს, რომ ორმოები ამოთხრილია, ნაწილზე რკინის კონსტრუქციაც უკვე დამონტაჟებულია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან