მკვლელობა კურდღელაურში
გუშინ, გვიან ღამით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მკვლელობა მოხდა. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, რის შემდეგაც ბრალდებული, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ცოლის ძმას, 1985 წელს დაბადებულ დავით გამხვეტელაშვილს კუთვნილი ავტომანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დავით გამხეტელაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/15B3YUI
მსგავსი ვიდეოები
„მართლმადიდებლობის ზეიმი" თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
მკვლელობა
info9 info99
მკვლელობა
საინფორმაციო სააგენტო ივერიელი
მკვლელობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა ახალქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა პირდაპირ ეთერში
TV Pirveli
მკვლელობა სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტის გამო
Formula News