„მართლმადიდებლობის ზეიმი" თელავში
დიდმარხვის პირველ კვირიაკეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მართლმადიდებლობის ზეიმი აღნიშნა. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. დღესასწაული იზეიმეს თელავშიც. ღვთისმშობლის, ღვთაებისა და სოფელ კურდღელაურის მოძღვრების თანხლებით, მრევლმა ქუჩაში ხატებითა და ჯვრით ფეხით მსვლელობა მოაწყო. სასულიერო პირებმა ქალაქს ნაკურთხი წყალი ასხურეს. „ხატთმებრძოლობა", რომელიც მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა, დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, დასრულდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1qrNCGc
მსგავსი ვიდეოები
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თვითშეფასება“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
აზროვნების აკადემია
ემილია თელავში გასართობ ცეტრ ბუ ბუ ტა-ში
Emili TV
ხელოვნების ფესტივალი თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
რას ფიქრობენ თელავში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავში...
knews. ge
ოჯახური ტრაგედია თელავში - ჭონქაძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი...
TV IMEDI
პრემიერის შეხვედრა ახალგაზრდა მორაგბეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თელავში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster