I culture, Orchestra-დასკვნითი კონცერტი
თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა სიმფონიური კონცერტი სახელწოდებით „I Culture, Orchestra". მუსიკალური საღამო ჩატარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოში აკრედიტებული პოლონეთის საელჩოს, პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის ინიციატივით. ორკესტრის შემადგენლობაში შედიან აღმოსავლური პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლები -- ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსები, მათ შორის საქართველოდან. ორკესტრი პირველად 2011 წელს შეიქმნა. სწორედ მაშინ იდეის ავტორები - ადამ მიცკევიშის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლები ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ესტუმრნენ უკრაინას, მოლდოვას, ბელორუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს რათა გამოევლინათ ორკესტრის წევრები. გამართული მოსმენების შედეგად შეირჩა ასამდე ახალგაზრდა მუსიკოსი, რომლებმაც 2011 წელს ორკესტრის ტურის ფარგლებში დასავლეთ ევროპის მთავარი დარბაზები მოიარეს. მათ შორის იყო 6 ადამიანი საქართველოდან. ამჟამად ორკესტრის შემადგენლობაში, რომელიც დამატებითი მოსმენების შედეგად განახლდა 10 ქართველი უკრავს. კონცერტს უდირიჟორა 19 წლის ილიჩ რივასიმ ვენესუელიდან, რომელიც მსოფლიოს ერთ--ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა დირიჟორად ითვლება. I Culture, Orchestra 2012 წელს 5 ქალაქს- ლუბლინს, მინსკს, ვარშავასა და კიშინიოვს ესტუმრა, ხოლო დასკვნითი კონცერტი ა. წ. 1 სექტემბერს თბილისში გაიმართა. http://www.mcs.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
I culture, Orchestra- დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
"I,CULTURE Orchestra"
culturegovge culturegovge
CULTURE Orchestra | უმაღლესი დონის მასტერკლასები ქართველი მუ...
შუადღე GDS / shuadge GDS
თანამედროვე ქართველი კომპოზიტორები პარაორკესტრთან ერთად, 3 დ...
პროექტი, რომელიც ომგამოვლილ თაობებს აკავშირებთ - ”I, Culture...
Music Box
"სიახლეები" - თბილისის "ბაროკო ფესტივალი"
Artareatv
30 YEARS OF GEORGIA'S INDEPENDENCE | EMBASSY OF GEORGIA | SW...
Embassy of Georgia to the Swiss Confederation
დავით ანდღულაძე / Давид Андгуладзе / David Andghuladze
Andghuladze Vocal Foundation