თურქეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავი

25.05.2022 01:52

თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის მიერ გამოცემული წიგნის „თურქული სამზარეულოს უკვდავი რეცეპტების“ პრეზენტაცია გამართა და კერძების დეგუსტაცია მოაწყო. კერძები შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ თავის გუნდთან ერთად მოამზადა. წელს პირველად 21-დან 27 მაისამდე ტარდება თურქული სამზარეულოს კვირეული, რომლის ფარგლებშიც, როგორც თურქეთში, ასევე მსოფლიოს დიდ დედაქალაქებში პრეზენტაციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყობა. ღონისძიებები საზოგადოებისთვის თურქული სამზარეულოს გაცნობას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: