კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არავითარი გართულებები არ აქვს. მეორე პაციენტს, ხანდაზმულ მამაკაცს კი ორმხრივი პნევმონია აქვს და, პარალელურად, ქრონიკული დაავადება აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა. მთავარი ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, საქართველოში საკუთარი ავტომობილით, სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მას ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ქვეყანაში შემოსვლის დღიდან თვითიზოლაციაში იყო. საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტს კი ცხელება აღარ აქვს, ავადმყოფთან მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა მაია ხელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კარგად გრძნობს თავს კორონავირუსის მქონე დანარჩენი ორი პაციენტი, რომელებიც კლინიკაში 11 მარტს შეიყვანეს. ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ. რაც შეეხება კარანტინს, საჩხერის საკარანტინო სივრცეებში 53 პირია, წყალტუბო პლაზაში 90, 215 კი საირმეში. წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს დღეს 70-მდე პირი დაემატება. რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმში 500 მოქალაქე იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი კორონავირუსი - ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინ...
Georgian Government
საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროები...
Georgian Government
კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიურ ვითარება - სპეციალისტების შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად...
Georgian Government