გიორგი გახარია: ზუგდიდში ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე არჩევნებთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარის განმარტებით, მან ზუგდიდში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, არჩევნების პირველი ტური, უსაფრთხოების კონტექსტში შეაჯამა. გახარიას ინფორმაციით, ეს მისი რიგითი შეხვედრა იყო და მეორე ტურის უსაფრთხოდ ჩატარების გარდა სხვა თემას არ ეხებოდა. „ჩემი მიზანი არის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების მიზნით გავიგო რა ხდება რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ შსს უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით პირველ ტურში და შევძლებთ მეორე ტურშიც. ეს იყო ჩემთვის ერთი რიგითი სამუიშაო შეხვედრა, ასეთ დღეებს მე ვატარებ ხან ბათუმში, ხან ოზურგეთში, ხან თელავში და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი იყო შემეჯამებინა, როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობის ხარისხი მოქალაქეების უსაფრთხოების და მშვიდეობიან გარემოში არჩევნების ჩატარების კონტექსტში უფრო ამაღლდეს. გამგებლებთან, მე მეტწილად ვისაუბრე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთიოების კონტექსტში და როგორ ჩავატაროთ. მოგეხსნებათ, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითო გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს და ჩვენ ამას განსაკუთებულ ყურადღებას ვაქცევთ“, - აღნიშნა გახარიამ. გიორგი გახარია მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი გახარია ზუგდიდში
Livepress. ge
გიორგი გახარია ზუგდიდში: აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი...
Radio Atinati
დამოუკიდებლობის დღეს გახარია ზუგდიდში ჩავიდა
Livepress. ge
პრემიერის საგანგებო განცხადებები მთავრობის სხდომაზე
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია- გამოკითხვა ზუგდიდში (ვი...
Radio Atinati
პრემიერ-მინისტრი დილიდან სამეგრელოში იმყოფება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში მორიგი აქცია გ...
Radio Atinati
გიორგი გახარია: ზუგდიდიდან დამოუკიდებლობის აღქმა არის ბევრად...
Radio Atinati