ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო CCAMTAC-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში

24.06.2025 00:58

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) მმართველი კომიტეტის შეხვედრაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მასპინძლობით გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ მმართველი კომიტეტის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე - CCAMTAC-ის დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი. შეხვედრაზე შეაჯამეს ცენტრის საქმიანობა და განიხილეს მომავალი წლის სამუშაო პროგრამა.

გაზიარება: