საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 10 წლისაა


დღეს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ბაზაზე, სადაც სკოლა ამჟამად მდებარეობს, 1991 წლის 1 ივლისს მე-16 სამთო ბატალიონი დაარსდა. მის დაარსებას საფუძველი საქართველოს ეროვნულმა გმირმა ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, 2014 წლის 29 მაისის #738 ბრძანების საფუძველზე, სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სახელი მიენიჭა.

ვიდეოები „თავდაცვის სამინისტრო"-ისგან