სპა - პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 15 წლისაა
სკოლა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე დაარსდა. მისი ისტორია 1991 წლის 1 ივნისს იწყება - სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა მე-16 სამთო ბატალიონი, რომელსაც საფუძველი, საქართველოს ეროვნულმა გმირმა ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა. საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლებში. 2004 წლის 17 თებერვალს, აღნიშნულ ბაზაზე დაარსდა საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლა, ხოლო 2006 წლის 14 აგვისტოს ჩამოყალიბდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა სასწავლო კურსების პროგრამები. 2010 წელს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის“ მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი და იგი ფაქტობრივად პირველია იმ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს შორის საქართველოში, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებს. 2014 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლას მიენიჭა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი. სკოლის ისტორია პირველი არხის არქივშიც ინახება: 2007 წელს გიორგი ცხვიტავასა და პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შეიქმნა დოკუმენტური ფილმების სერია „პროფესია ჯარისკაცი“ და ერთ-ერთი ფილმი სწორედ საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შესახებ მოგითხრობთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სპა - მალხაზ მერლანი - „მჯერა, ქართველი მებრძოლის წოდება და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპა - „ინტერვიუ“ პირველი არხის ჟურნალისტ გიორგი ცხვიტავასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპა - საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპა - კადეტობიდან ვიცე-პოლკოვნიკობამდე - დავით გაგუა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპა პროცედურები ჟურნალისტებისთვის სასტუმრო რადისონში
FocusTV LTD
სპა და რესტორანი ლაზნია
Business Media Georgia
სპა კონცეპტის გახსნა "რუსთავი 2"_ზე
NATALI GROUP
სპა ფონები 4 კმ
Wallpapers 4K