ჩხრეკა დიმიტრი ჩიქოვანის სახლში


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში გასული ღამის განმავლობაში, საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. სამართალდამცველები ადგილზე სატელეფონო ზარის საფუძველზე მივიდნენ. ზარი 112-ში „პოსტივის\" ჟურნალისტისგან შევიდა, რომლის ინფორმაციითაც, ბინაში ჩიქოვანი სამოქალაქო აქტივისტ თათია სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა და ადგილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაულს.

შინაგან საქმეთ სამინისტრომ, შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფაქტს პროვოკაციას უწოდებენ.

პარალელურად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დიმიტრი ჩიქოვანის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება ასევე დაწყებულია ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზეც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან