5 ივლისის საქმე - საგამოძიებო მოქმედებები
ჩხრეკა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების, ორგანიზაცია „ქართული მისიის“ წევრების და გურამ ფალავანდიშვილის სახლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საათიანი გამოკითხვები დასრულდა. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებმა საგამოძიებო უწყება უკვე დატოვეს. გამომძიებლების შეკითხვებს დღეს იმ სასულიერო პირმაც უპასუხა, რომელსაც 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გაკეთებული მოწოდების გამო საპატრიარქომ საყვედური გამოუცხადა. სწორედ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელთა საქმიანობის შესწავლა და მედიაზე მომხდარი მასობრივი ძალადობის ორგანიზატორთა დასჯაა მოთხოვნილი იმ განცხადებაში, რომელიც დღეს პროკურატურაში ჟურნალისტების ხელმოწერით შევიდა. მედია საშუალებები საგამოძიებო უწყებას იმ ვიდეო მასალებზეც მიუთითებენ, სადაც ძალადობრივ მოწოდებებთან ერთად ჩანს, თუ როგორ გაიცემა კონკრეტული დავალებები და როგორ ხდება ჯგუფების გადაადგილება. ამ წუთის მონაცემებით, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე ბრალი 24 ადამიანს აქვს წარდგენილი. ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით პასუხისგებაში ამ დრომდე არავინაა მიცემული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
5 ივლისის საქმე - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ირაკლი ბათიაშვილის სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
5 ივლისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster