5 ივლისის საქმე


5 ივლისის ძალადობის შედეგად დაზარალებული ოპერატორის კიდევ ერთი მძიმე ისტორია. სასამართლოს დღეს ჩვენება პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა მისცა. შვიდი თვის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს, ის სასტიკი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. „მოამბის“ ოპერატორს მოძალადეთა ჯგუფი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გაუსწორდა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ჩვენმა კოლეგამ დღეს დეტალურად გაიხსენა, რა სიტუაცია დახვდა აქციის გასაშუქებლად მისულს ადგილზე, როგორ დაესხნენ თავს და რა ხდებოდა მანამ, სანამ საავადმყოფოში აღმოჩნდებოდა. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, თავისა და თვალის არეში მიყენებული დაზიანებების გამო „მოამბის“ ოპერატორს მხედველობის პრობლემა დღემდე აქვს. დღევანდელ ჩვენებას ძალადობაში ბრალდებულებიც ისმენდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან