თამაში - საგზაო ნიშნები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით წელს მეთერთმეტე კლასში შევიდა ახალი საგანი "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" . იმისთვის რომ, მოსწავლეებს გაუადვილდეთ ახალი საგნის შესწავლა, სამინისტრომ მოამზადა ახალი სასწავლო-შემეცნებითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს facebook-ის ოფიცალურ გვერდზე www.facebook.com/mes.gov.ge განთავსდა შემეცნებითი თამაში. Facebook-ის ყველა მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა თამაშში და მოიგოს ლეპტოპი. http://www.facebook.com/mes.gov.ge#!/... ინფორმაცია კონკურსის შესახებ: • დაალაიქეთ საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს ოფიციალური facebook- ის გვერდი www.facebook.com/mes.gov.ge (Ministry of Education and Science of Georgia) • მიიღეთ მონაწილეობა თამაშში " საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება"; • ერთი თვის განმავლობაში, ვინც ყველა კითხვას გასცემს სწორ პასუხს ყველაზე მცირე დროში, ის მომხმარებელი გახდება გამარჯვებული; • კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 2011 წლის 1 დეკემბერს 18:00 საათზე; • გამარჯვებული დაჯილდოვდება ლეპტოპით. ახალი საგნის შემოღება მიზნად ისახავს გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას, სწორედ ამას შეუწყობს ხელს სკოლის ასაკში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ავტომობილის მართვის თეორიულ კურსს მოსწავლეები სკოლაშივე გაივლიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოწავლეები 17 წლის ასაკში, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, მართვის დროებით მოწმობებს უსასყიდლოდ მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ ქალაქში ავტომობილით იმოძრაონ, ეკრძალებათ მხოლოდ მგზავრების გადაყვანა. 18 წლის ასაკში კი, დროებითი მოწმობის ნაცვლად, ახალგაზრდა საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობას ასევე უსასყიდლოდ აიღებს. დამატებითი ინფორმაცია ახალი საგნისა და სახელმძღვანელოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე http://mes.gov.ge/content.php?id=2844...
MES Georgia-ის სხვა ვიდეოები
ქართული ენის სწავლება და პოპულარიზაცია უცხოეთში /...
პირველკლასელთა რეგისტრაცია
საზოგადოებრივი კოლეჯი "აისი"
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ წარმატებით ხორც...
04:15
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“...
01:52
სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა
15:34
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
01:28
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელ...
მსგავსი ვიდეოები
თამაში გზის პირას
KodalaAcademy
Twins Missed ერთმანეთს დროს Road Trip - საოჯახო გართობა Pack...
ADRIAN FELISMINO
Spider Man 3, Wolverine, Call of Duty 2025, World of Warcraf...
Gaming Channel
რედზერგას Top Kill ები ნაწილი #4
VEditorGM
Fortnite #2 ნუბური თამაში
VEditorGM
როგორ უნდა მოხვდეთ ჩემს ვიდეოში
VEditorGM
რედზერგას Top Kill ები ნაწილი #6
VEditorGM