ქართული ფილმების რეტროსპექტივა ფრანკფურტში

11.10.2018 01:41

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის ფარგლებში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება. გერმანიის კინოს მუზეუმში კოტე მიქაბერიძის ფილმის - „ჩემი ბებია“ ჩვენება გაიმართა. ასევე შედგა სოსო დუმბაძისა და ნინო ძანძავას წიგნის პრეზენტაციაც, რომელიც ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, კოტე მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წიგნი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, ინგლისურ ენაზე გამოიცა. ქართული ფილმების რეტროსპექტივა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება და 20-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: