პრემიერ-მინისტრმა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გახსნა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი-MoMA, ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას მასპინძლობს. 23 სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში-MoMA საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ფილმების მასშტაბური რეტროსპექტივა გახსნა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი რეჟისორები, მოწვეული სტუმრები. რეტროსპექტივაზე წარმოდგენილია 45-მდე ქართული ფილმი - როგორც საუკუნოვანი ქართული უხმო კინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა, ისე ახალი ქართული ფილმები. „საუკუნის პროექტზე“ მუშაობა თითქმის 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული ფილმების მსგავსი მასშტაბური რეტროსპექტივა მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში პარიზში, პომპიდუს ცენტრში გაიმართა. ნიუ-იორკისა და ბერკლის შემდეგ, 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება ვაშინგტონსა და ტორონტოს სინემათეკშიც შედგება. ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები არიან - ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი . http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ქართული ფილმების რეტროსპექტივა აშშ-ში
culturegovge culturegovge
ქართული ფილმების მასშტაბური რეტროსპექტივა აშშ - ში
culturegovge culturegovge
ქართული კინოს დღეები MoMA-ში
culturegovge culturegovge
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია გახსნილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ გაიხსნათბილისში სას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოჩენილი ადამიანები - ალფრედ ნობელის შესახებ.
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Moody’s...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდერებთან
Irakli Gharibashvili