Baby Endurance International 2020 - ის გამარჯვებული ქართველი ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე გახდა

12/14/2020
Gasf ChannelOfficial-ის მიერ

Baby Endurance International 2020 - ის გამარჯვებული ქართველი ავტომრბოლელი, ავტოსპორტის სხვადსხვა დისციპლინაში მრავალგზის ჩემპიონი , სანდრო თავართქილაძე გახდა.

12 დეკემბერს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართა.

ვირტუალური რბოლა ორი საათი გაგრძელდა და მასში სხვადსხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან შეჯიბრში ათი საუკეთესო სიმ რეისერი ასპარეზობდა.

სანდრო თავართქილაძე ლეგენდარულ ავტოდრომ IMOLA - ზე სრული 68 წრის განმავლობაში დომინირებდა და მიხუედავად მისი მდევარი Toskovic - ის მრავალგზის მცდელობისა, სანდროს მისთვის შანსიც კი არ მიუცია.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი უკიდურესად დაძაბული გამოდგა ქართველი გულშემატკივრისთვის , გიორგი დათუაშვილი და გერმან ბულხალცევი ბოლო წამამდე იბრძოდნენ პოდიუმისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დათუაშვილმა მოახერხა.

2 საათის განმავლობაში ხორვატული Dim Racing-ის წარმომადგენელთან ერთად რბოლას უძღვებოდნენ და კომენტირებას უწევდნენ ლევან მიმინოშვილი და ბექა ჯიქია.

აღსანიშნავია, რომ საუკეთსო 10 სიმრეისერს შორის 6 ქართველი წარმოამდგენელია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია ულოცავს ჩვენს მრბოლელებს წარმატებას.

შეგახსენებთ , რომ სსსფ - ს , განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და “სიმულექს რეისინიგის” ერთობლივი მუშაობით 2020 წელს ჩატარდა “Georgian Digital Championship 2020 “ -ის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სიმრეისერებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს.

#ატარეპირბადე #დაიცავიდისტანცია #გავუფრთხილდეთერთმანეთს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო