hill climb 2016 1st stage

14.04.2016 01:56

hill climb 2016 1st stage   / www.gasf.co     / infinityvisualsofficial   მიმდინარე წლის 10 აპრილს სოფ. მშრალხევი - სოფ. ცხვარიჭამიის გზის მონაკვეთზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის აღმართის დაძლევაში 1 ეტაპი. შეჯიბრი ჩატარდა რთულ კლიმატურ პირობებში, მაგრამ ფედერაციის და ორგანიზატორის (რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი) გუნდების შრომამ შედეგი გამოიღო და შეჯიბრი შედგა. შეჯიბრი ტარდებოდა შემდეგ კლასებში: 1) BMW Compaqt; 2) 1500; 3) Turing Light (BMW Compaqt-ის და 1500-ის საერთო ჩათვლა, "აბსოლუტი"); 4) 1600; 5) 2000; 6) 3500 (მათ შორის 2000 კუბატურიანი ტურბირებული); 7) აბსოლუტი; კლასში ჩათვლისთვის სტარტზე უნდა მდგარიყო მინიმუმ 4 ავტომობილი. სურათი იყო შემდეგნაირი: 1) BMW Compaqt - 2 ავტომობილი (კლასი არ შედგა) 2) 1500 - 4 ავტომობილი (კლასი შედგა) 3) Turing Light (BMW Compaqt-ის და 1500-ის საერთო ჩათვლა, "აბსოლუტი") - 6 ავტომობილი (კლასი შედგა) 4) 1600 - 1 ავტომობილი (კლასი არ შედგა) 5) 2000 - 0 ავტომობილი (კლასი არ შედგა) 6) 3500 (მათ შორის 2000 კუბატურიანი ტურბირებული) - 5 ავტომობილი (კლასი შედგა) 7) აბსოლუტი - 6 ავტომობილი (კლასი შედგა) კლასებში გამარჯვებული სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: კლასი 1500: 3) იური მანგასაროვი 2) დავით მენთეშაშვილი 1) არჩილ ბიძინაშვილი კლასი Turing Light: 3) არჩილ ბიძინაშვილი 2) თორნიკე კიკნაველიძე 1) დიმა ქობულია კლასი 3500: 3) ალეკო ეზუგბაია 2) ლადო კუხიანიძე 1) გოგა არჯევანიძე კლასი აბსოლუტი: 3) ალეკო ეზუგბაია 2) ლადო კუხიანიძე 1) გოგა არჯევანიძე კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს;

გაზიარება: