სსსფ-ს პრეზიდენტი დავით მჭედლიშვილი Fia Rally Star Georgia-ს შესახებ POSTTV-სპორტის ეთერში
პირველად არსებობის ისტორიაში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იწყებს 4 წლიან მასშტაბურ პროექტს სახელწოდებით Fia Rally Star, რომელსაც უერთდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია.
პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის.
პროექტში მონაწილე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი 140-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ საქართველო იქნება ის პირველი , რომელიც ამ გრანდიზოულ პროექტ Fia Rally Star გახსნის.
პირველი შესარჩევი 14 თებერვალს თბილისსში, "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა"-ს ავტოსადგომზე დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია ამიტომ იჩქარეთ რეგისტრაცია.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 2 თვის განმავლობაში 3 შესარჩევი (თბილისი, თელავი, ქუთაისი) და 1 ფინალური (თბილისი) ეტაპი გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგონა. 14 მარტს საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.
Fia Rally Star Georgia - ს შესარჩევის ფორმატი:
=ორგანიზატორის მიერ იქნება გამოყოფილი სამი იდენტური ავტომობილი
= შესარჩევის დღეს პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოუწევთ გაიარონ იდენტური ჩქაროსნული სლალომი, ხოლო საუკეთსო 30 ბიჭი და 15 გოგო გადავა მეორე ეტაპზე
= საუკეთსო შედეგი ვლინდება ნაჩვენები დროის და უშეცდომოდ გავლილი მონაკვეთების შეჯამებით
= საერთო ჯამში თითოეული ლოკაციის ღონისძიებიდან (თბილისი, თელავი, ქუთაისი) შეირჩევა საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგო მონაწილე
= შეჯიბრებების ფინალური ეტაპი 14 მარტს თბილისში გაიმართება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად
Fia Rally Star Georgia - ზე მონაწილეობისთვის აუცილებელია:
= აკმაყოფილებდეთ ასაკს 18 - 26 წლის ჩათვლით
= გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ლინკზე შესაბამისი ლოკაციის მიხედვით
= გქონდეთ მართვის მოწმობა
= დაიცვათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები
= დაფაროთ რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი
=შეჯიბრება არის ავტოსპორტის მოყვარული გოგონებისა და ბიჭებისთვის
= მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია , თითოეულ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ პირველი 150 მსურველი , ამიტომ იჩქარეთ
= არ დაიშვებიან მონაწილეები , რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე ეტაპზე მოხვედრილები არიან 10 საუკეთესო მრბოლელს შორის.
ამიტომ თუ ოცნებობთ პროფესიონალ ავტომრბოლელობაზე და სისწრაფე, ადრენალინი, რისკი, ავტომობილის მართვა, ბრძოლა გამარჯვებისთვის ათქვენი ცხოვრების ნაწილია - მაშინ Fia Rally Star Georgia 2021 თქვენთვის უნიკალური შანსია საავტომობილო კარიერის დასაწყებად და განსავითარებლად.
Gasf ChannelOfficial-ის სხვა ვიდეოები
07:24
Baby Endurance International 2020 - ის გამარჯვებულ...
00:29
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში 2020-ის მეორე ეტ...
04:21
ევროკრედიტისა და სსსფ-ს მორიგი თანამშრომლობით FIA...
00:57
FIA Rally Star Georgia - დასკვნითი ეტაპი 6 მარტს ქ...
08:27
სსსფ-ს ვიცე პრეზიდენტი,მევლუდ მელაძე,ობიექტივის პი...
01:27
საქართველოს დრიფტის სერიები 2021 წლის სეზონის პირვ...
01:56
hill climb 2016 1st stage
მსგავსი ვიდეოები
სსსფ-ს პრეზიდენტმა,დავით მჭედლიშვილმა, PostTv-სპოტი-ს პირდაპ...
Gasf ChannelOfficial
სსსფ-ს ვიცე პრეზიდენტი,მევლუდ მელაძე,ობიექტივის პირდაპირ ეთე...
Gasf ChannelOfficial
სსსფ-ს ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გადაცემა სხვა შუადღეში...
Gasf ChannelOfficial
ევროკრედიტისა და სსსფ-ს მორიგი თანამშრომლობით FIA Rally Star...
Gasf ChannelOfficial
Baby Endurance International 2020 - ის გამარჯვებული ქართველი...
Gasf ChannelOfficial